суббота, 1 октября 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგმა  დამანახა ,თუ  რამდენად   გამოსაყენებელია   პროექტული   სწავლება.  შევიმუშავებ   მეთოდებსა და მიდგომებს,  რომელიც   პასუხობს  21-ე საუკუნის  გამოწვევებს.

კვება

воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8  დღეს  ვისაუბრეთ   თუ   რამდენად   მნიშვნელოვანია   ფასილიტაცია   ტექნოლოგიებით.   შევიმუშავეთ  მეთოდები   თუ  რა   დამატებითი   აქტივობა   დაგვჭირდება   მათთვის  ვისაც   კომპიუტერი  მწყრობიდან   აქვს  გამოსული.   კიდევ   ერთხელ  გადავხედეთ   სასწავლო   პროცედურებს,  რადგან  ეს  მთავარი   კომპონენტია  პროექტის  გეგმაში,   სადაც   აქტივობები   უნდა   იყოს      ნაბიჯ-ნაბიჯ  გაწერილი.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

ამ  მოდულმა  დაგვანახა   რამდენად   აუცილებელია   შეფასების  კრიტერიუმების  ჩამოყალიბება  და  მისადაგება  მოსწავლის  ნაშრომზე.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე

ამ მოდულმა  ნათლად  დაგვანახა  საავტორო  უფლებების  დაცვის  დიდი  მნიშვნელობა,რათა  არ  მოხდეს  სხვისი  ინფორმაციის  მითვისება.

კვება

воскресенье, 11 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

ამ მოდულმა  ნათლად  დაგვანახა  თუ  როგორი  მნიშვნელობა  აქვს  შეფასების  სხვადასხვა   მეთოდებს.  პრეზენტაციის  შექმნა  მნიშვნელოვანი  და  ღირებულია,  ის  მოკლედ  გადმოსცემს  ჩვენს  სათქმელს.

суббота, 10 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-3 დღე

ამ მოდულმა  დაგვანახა  თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია  სტანდარტებისა და ინდიკატორების  გათვალისწინება  პროექტის  გეგმის  ჩამოყალიბებაში .  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  იყო  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ნიმუშების  განხილვა.  რამაც  მიმართულება  მოგვცა  თუ  როგორ  ჩამოვაყალიბოთ ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები.

ტრენინგის 2-ე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე   სასწავლო   ღონისძიებების  დაგეგმვის  პროცესში.  ძალზე  მნიშვნელოვანი  იყო  პუბლიკაციის შექმნა  მშობლებისთვის. რადგან  მშობლის  ჩართულობა  სკოლაში  მეტად  აქტუალური  თემაა.  პროექტული  სწავლება  მეტად  შეუწყობს  ხელს  ისეთი  უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებას,  როგორიცაა  21-ე  საუკუნის  უნარები.